პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა- მღებრიშვილი გასვიანის ცემაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პოლიციის თანამშრომლების მიერ ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტის ცემის ფაქტის გამოძიებაზე განცხადებას აკეთებს.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქმეს პროკურატურა იძიებს. ის თანამშრომელი, კი რომელსაც ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს, სამსახურიდან გათავისუფლდა.

მინისტრის თქმით, მის პასუხისგებაში მიცემის საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

„იმისთვის რომ რამე სუბიექტური განცდები არ ჩამოყალიბებულიყო ამ საქმეს იძიებს პროკურატურა, ბრალი რომ არ დაედოთ ჩვენთვის, რომ ვინმეს ვმფარველობდით. შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. რაც შეეხება პოლიციელს, ის აღარ მუშაობს შსს-ში. პასუხისგებაში მიეცემა თუ არა ამაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ პროკურატურა.

“ჩემი რეაგირება მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ესეთ თანამშრომლებზე, პოზიცია ცალსახად გამოვხატე და ჩვენი პოზიციები ემთხვევა- ასეთი თანამშრომლები სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ,”-აცხადებს შს მინისტრი.

მღებრიშვილის განცხადებით, მან დაავალა დეპარტამენტების უფროსებს, რომ წარმოადგინონ იმ თანამშრომლების სია, ვინც ნაკლებად ეფექტურად იმუშავა ბოლო პერიოდში და მათ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. მინისტრის განმარტებით, იგულისხმებიან ისინიც, ვინც გამოირჩევიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს,” – მღებრიშვილი
შემდეგი სტატიაადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს, მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით – მღებრიშვილი