ე.წ.კანონიერ ქურდობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

“კანონიერ ქურდობაზე” შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს მუხლი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება.

სწორედ ამიტომ, როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, სპეციალური ჯგუფი უკვე გაგზავნილია იტალიაში, სადაც კრიმინალთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ.

“ვთვლი, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი და საჭიროებს დაზუსტებას. მე სპეციალური ჯგუფი გავგზავნე იტალიაში, სადაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კანონიერ ქურდობაზე სანქციები არ შემცირდება. გამკაცრებაზეა აქ საუბარი და არა შემსუბუქებაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს, მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით – მღებრიშვილი
შემდეგი სტატიადავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა