პოლიციამ დააკავა ძიძა,რომელიც ორი წლის ბავშზე ფიზიკურად ძალადობდა

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიააჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა