აჭარაში ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებს 181-მა პაციენტმა მიმართა.

როგორც “თაიმერს” აჭარის საზოგადოებრივი ცენტრიდან აცნობეს, ამ დროისათვის ბათუმის სტაციონარში მკურნალობის კურსს 81 პაციენტი გადის.

“22 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით, აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 181-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 81 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფიელბაში მოთავსებულია 10 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე, A ტიპის გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია 83 შემთხვევაში. ეპიდსეზონის განმავლობაში ფიქსირდება ლაბორატორიულად დადასტურებული 12 გარდაცვალების შემთხვევა. 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მე–7 კვირის მონაცემებით, ინციდენტების მაჩვენებლის დინამიკა კლებადია”, – აცხადებენ ცენტრში.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. ჭაჭის კოშკის სავარაუდო გასხვისებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის მოტივად გამოძიება ძარცვას არ განიხილავს