ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის მოტივად გამოძიება ძარცვას არ განიხილავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ადგილიდან ფული და ძვირფასეულობა წაღებული არაა, შესაბამისად უწყება, მკვლელობის მოტივად ძარცვის ვერსიას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

როგორც “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს, შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერებით ფული და ძვირფასეულობა თვალსაჩინო ადგილზე იდო.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული რამდენიმე საათის წინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ყელი აქვს გამოჭრილი, მცირეწლოვანი ბავშვი კი, დამწვარია.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგაგარინის ქუჩის #29-ში ხანძარი ლიკვიდირებულია