აბრამოვიჩმა უნდა დაადასტუროს რომ მისი ქონება კანონიერია

ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს მოუწევს საკუთარი აქტივების წარმოშობა აჩვენოს და დაადასტუროს, რომ მისი ქონება კანონიერია – წერს Guardian-ი. დაუნინგ-სტრიტმა “ლოგიკური დასკვნა” უწოდა იმას, რომ საინვესტიციო ვიზა Tier 1-ის მიღების წესები იმოქმედებს მათთვისაც, ვინც მას პირველად არ იღებს, ამასთანავე, აბრამოვიჩთან დაკავშირებულ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ბიზნესმენს Tier 1 Investor-ი ვიზა ჰქონდა, რაც მაშინ ეძლევათ, როცა ბრიტანეთში 2 მილიონი ფუნტის ინვესტიციას ჩადებენ. ამასთანავე, მას შეუძლია ისარგებლოს “სუპერპრემიალური” სერვისით, რომელიც სავიზო მოსაკრებლებთან ერთად 16 ათასი დოლარი ღირს.

4 მარტს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთმა გადაწყვიტა 700 უმდიდრესი რუსის ვიზებისთვის გადაეხედა, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ. აბრამოვიჩის ახლობლები და Financial Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ახალ წესებს ბრიტანეთი პირველად აბრამოვიჩზე გამოცდის, მას მოუწევს საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხოს, ვიზას კი, საბოლოოდ, მაინც მიიღებს – “ბიბისი” გამოცემას ციტირებს.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა ფოთის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას