ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელეს, თმცა ისე დასრულდა შეხვედრა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ისევ ბუნდოვანია. მმართველი გუნდის წევრები თავს იკავებენ იმაზე საუბრისგან, შეძლეს თუ არა სადავო საკითხებზე პოზიციების შეჯერება.

“გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძლედება. რაც მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ. შეხვედრები გაგრელდება. ამ კვირაში შეხვედრას ალბათ კიდევ შევძლებთ, თუ საჭირო გახდბა. დისკუსიას წერტილი უნდა დავუსვათ და შეძლება ამ წერტილისთვის საჭირო იყოს შეხვედრა”- აღნიშნა ზოიძემ.

“პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისითვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიაბრამოვიჩმა უნდა დაადასტუროს რომ მისი ქონება კანონიერია
შემდეგი სტატიასირიამ ისრაელის თვითმფრინავებს ასამდე რაკეტა ესროლა