“აბაშიძე-კარასინის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის საკითხი არ განიხილება”

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ქვეყნების პირველი პირების შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროები განიხილავენ.

“მომავალ კვირას, 15 ან 16 მარტს, გაიმართება შეხვედრა. ჩვენ გვაქვს ჩვენი თემები, ეს გახლავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები”, – განუცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა, კარასინი აცხადებს, რომ ეს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგში არ დგას.

„არა, ამ თვალსაზრისით, ახალი არაფერი არ არის. არ დგას ეს საკითხი ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში. როგორც წესი, ასეთ საკითხების განიხილავენ საგარეო საქმეთა სამინისტროები“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს
შემდეგი სტატიააიუფ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა