აიუფ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო. ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება მასთან ერთად ბრალდებულებს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ.
პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას ედავებიან. ბრალდებულები 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ.

banner
წინა სტატიაში“აბაშიძე-კარასინის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის საკითხი არ განიხილება”
შემდეგი სტატიაერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნაწრეტთან