9 600 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების შენახვისა და გასაღების საქმეზე დაკავებული ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულმა, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ საქმეში მხოლოდ შუამავლები იყვნენ.

გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 დოლარი, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას არ არის გამორიცხული დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს უბნებზე ხანძრის გაჩენის 8 შემთხვევა დაფიქსირდა – ცესკოს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიახვიჩა კვარცხელია: სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მოედანზე ვიდგებოდი და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოვუსმენდი