რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს უბნებზე ხანძრის გაჩენის 8 შემთხვევა დაფიქსირდა – ცესკოს თავმჯდომარე

საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის უბნებზე ხანძრის გაჩენის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

პამფილოვას ინფორმაციით, საერთო ჯამში 214 ბიულეტენი იყო დაზიანებული.

ელა პამფილოვა, ასევე, იუწყება, რომ რუსეთის 20 რეგიონში მოსახლეობამ წინასაარჩევნო ყუთების დაწვა ან იქ სითხის ჩასხმა სცადა.

ასევე, რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის საიტზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე იუწყება. მისი თქმით, საერთო ჯაში 18 000 ჰაკერული შეტევა განხორციელდა, აქედან 141 რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.

რუსეთში 15-17 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ ცნობილია და ვლადიმერ პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდება.

banner
წინა სტატიაშიბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქზე გახშირებული დარტყმების გამო, 18 და 19 მარტს დაიხურება სავაჭრო ცენტრები, შეწყდება სასწავლო პროცესი
შემდეგი სტატია9 600 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურების შენახვისა და გასაღების საქმეზე დაკავებული ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა