425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ ევროკავშირის ანაბანა აუხსნას – კრამონი “ქართულ ოცნებას”

“რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ ევროკავშირის ანაბანა აუხსნას,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს.

“გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას.

თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ?” – წერს ევროპარლამენტარი.

8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ [ევროპარლამენტარებს] არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ”.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში გიორგი მუმლაძეს ოთხი ადამიანი თავს დაესხა
შემდეგი სტატიარუსული კანონის მოწინააღმდეგე 6 დაკავებულიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა