“26 მაისი უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული,” – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე კომენტარი გააკეთა. თინა ხიდაშელის განმარტებით, 26 მაისი მთელი ქვეყნის დღესასწაული უნდა იყოს, სადაც მისივე თქმით, ყველა უწყებას მიეცემა საშუალება ანგარიში ჩააბაროს მოსახლეობას.

“იქნება ჯარი, სამხედრო ტექნიკა, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, ეს უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული და ყველას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, ერთგვარი წლიური დათვალიერება, ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამხედრო აღლუმები, ისვე როგორც გვაქვს პოლიციის აღლუმები, ამაში თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს 26 მაისი,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში2 ადგილობრივი ემსხვერპლა აფეთქებას ცხინვალის რეგიონში
შემდეგი სტატიადაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის – ხმაური კომიტეტის სხდომაზე