2 ადგილობრივი ემსხვერპლა აფეთქებას ცხინვალის რეგიონში

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

აფეთქებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოფელ კეხვის სკოლასთან, ორი ადგილობრივი მცხოვრები ნაღმზე აფეთქდა.

ორივე დაშავებული მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთერთი მათგანის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სკოლა, რომელთანაც ნაღმი აფეთქდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდგომ არ ფუნქციონირებს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუფეთქებელი ნაღმი კეხვში აგვისტოს ომის შემდეგ დარჩა.

banner
წინა სტატიაშიგაფიცვის მესამე დღე – რუსთავის მაგისტრალზე მუშები კომპანიის პასუხს ელოდებიან
შემდეგი სტატია“26 მაისი უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული,” – თინა ხიდაშელი