22 ოქტომბერი კვლავ არის რეფერენდუმი საქართველოსთვის

„ეს განცხადება არაფერს არ ცვლის,“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ რიტორიკას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი და მასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი არ მოელოდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო საზოგადოებას ასეთი მკვეთრი რეაქცია ექნებოდა.

ბოკერიას თქმით, მმართველ გუნდს და სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„ზურაბიშვილიც კი და ივანიშვილის გუნდიც კი გაკვირვებულია, როგორც ჩანს იმით, რომ ასეთი მკვეთრი რეაქცია იყო საზოგადოების და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი პოლიტიკურად ბეცები არიან ესენი. მაგრამ ეს განცხადება არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს გუნდს აქვს მთელი ისტორია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობის, წითელუბნის დაბომბვის დაბრალება საქართველოსთვის, ეს განცხადება, მძინარე ცხინვალის დაბომბვის განცხადება გაიხსენეთ, ციტატა აიღო რუსული პროპაგანდიდან ამ ქალბატონმა და ეს არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც თავის დროზე გააკრიტიკა ამერიკული სამხედრო ნაწილების წვრთნები საქართველოში,“ – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.

„სურათი არ იცვლება და 22 ოქტომბერი კვლავ არის რეფერენდუმი საქართველოსთვის, რომ ყველამ ერთად უარი ვუთხრათ სასარგებლო პოლიტიკურ იდიოტებს ან საქართველოს მტრებს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამის განსახიერება არის სალომე ზურაბიშვილი,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ჩემს თვალში, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის თვალში, ლაშა გოგია არის მექრთამე,” – მურთაზ ზოდელავა
შემდეგი სტატიაპრემიერი გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრებს