პრემიერი გაეროში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრებს

გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ისაუბრებს იმ ხედვებსა და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით.

“ასევე ვისაუბრებთ იმ გეგმასა და სტრატეგიაზე, როგორ ვაპირებთ, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკნომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და მივაღწიოთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში22 ოქტომბერი კვლავ არის რეფერენდუმი საქართველოსთვის
შემდეგი სტატია,,ოქუაშვილთან შეხვედრა, მისივე ინიციატივით, 2 წლის წინ შედგა და მასზე საერთოდ არ ყოფილა ნახსენები ტელეკომპანია “იბერია”