2-3 წელიწადში გალის ყველა სკოლა რუსულად ისწავლის

აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი გვარამიას განცხადებით, გალის რაიონში სკოლის რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, მათ გადაამზადეს პედაგოგები, ამოიღეს ქართული ენა და გაზარდეს რუსული ენის საათები.
“ბავშვები რუსულ ენას არ ფლობენ ცუდად, ისინი რუსულად კითხვას და მატემატიკას სწავლობენ, კარნახით წერენ, სერიოზული პროგრესი აქვთ უკვე ექვსი თვის მანძილზე” – ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ სასწავლო წლამდე გალის ზონის სკოლებში სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით მიმდინარეობდა.

“სიტუაცია ვერ დარჩებოდა ძველებურად და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რეფორმები გაგვეხორციელებინა და სკოლებში ინტენსიური რუსული ენა შეგვეტანა” – თქვა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშისტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიააშშ-ში პოლიციელმა მამაკაცი მოკლა,რომელმაც მას თითით დაემუქრა