აშშ-ში პოლიციელმა მამაკაცი მოკლა,რომელმაც მას თითით დაემუქრა

აშშ-ში პოლიციელმა მამაკაცი მოკლა,რომელმაც მას თითით დაემუქრა

აშშ-ს კალიფორნიის შტატში პოლიციელმა მოკლა მამაკაცი, რომელმაც მას თითით დაემუქრა – ამის შესახებ ტელეარხი ABC7 იტყობინება.
ლოს-ანჯელესის მხარის ქალაქ ფლორენსში ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციას შეატყობინა, რომ დაინახა მძარცველი, რომელიც რევოლვერით არის შეიარაღებული. აღნიშნულ მისამართზე გავიდნენ პოლიციელები, რომლებმაც მალევე აღმოაჩინეს აღწერილი მამაკაცი.
“ის ისე დადგა, როგორც მაშინ, როცა სროლისთვის ემზადებიან, გამოწია ხელები ისე, რომ ორივე საჩვენებელი თითი გაშვერილი ჰქონდა. ამ დროს ოფიცრებმა გაისროლეს” – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. როგორც აღმოჩნდა, ეჭვმიტანილმა მხოლოდ თითები აჩვენა. მას იარაღი საერთოდ არ ჰქონდა. პოლიცია ვიდეოჩანაწერებს სწავლობს დეტალების გასარკვევად.

banner
წინა სტატიაში2-3 წელიწადში გალის ყველა სკოლა რუსულად ისწავლის
შემდეგი სტატია(+ვიდეო) სტამბოლის ცენტრში აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა