სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უცხოური მედიის ცნობით, სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

აფეთქება სტამბულში, მთავარ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა.

BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე კი სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ტერაქტი 13 მარტსაც მოხდა, რომელსაც 37 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღეს.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: ვაპროტესტებ იმ სიბინძურეს, რომლის ტერორის მსხვერპლიც ჩვენი საზოგადოება გახდა
შემდეგი სტატია2-3 წელიწადში გალის ყველა სკოლა რუსულად ისწავლის