155 ქვეყნიდან ბედნიერების ინდექსით საქართველო 125-ე ადგილზეა

საქარტველო

გაეროს ყოველწლიური კვლევა, რომელსაც ორგანიზაცია Sustainable Development Solutions Network (SDSN) ატარებს და რომელიც 155 ქვეყანაში ბედნიერების ინდექსს ითვლის, უკვე გამოქვეყნდა. ახალი კვლევიც თანახმად, ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა – კვლევა დღეს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა.
ნორვეგიას მოსდევენ დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინლანდია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. გერმანია მე-16 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი – მე-19 ადგილზე, საფრანგეთი 31-ე ადგილზე.
აღნიშნულ კვლევაში საქართველომ, 155 ქვეყანას შორის, 125-ე ადგილი დაიკავა.

სხვადასხვა პარამეტრებთან ერთად, მკვლევარები, ბედნიერების ინდექსის დასადგენად ითვალისწინებენ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას, საზოგადოებრივ ნდობას, თანასწორობის მაჩვენებელს და მთავრობისადმი ნდობას. ასევე, სიცოცხლის ხანგრძლივობას, სხვადასხვა რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს, ადამიანების მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ფაქტორს, ხელგაშლილობას და სხვა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაახბა: აფხაზეთისთვის მთავარი ტურისტული პარტნიორი რუსეთია