ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის – ეს სინამდვილეში რუსობაა – რაქვიაშვილი

რაქვიაშვილის თქმით, პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომელშიც ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები.

“ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, რაც ევროპისთვის დამახასიათებელია ან არ არის დამახასიათებელი. მაგალითად – ბელადობა და ერთპიროვნული მმართველობა არ არის ევროპულობა, ეს რუსობაა იმიტომ, რომ ევროპაში ბევრი ადამიანის მმართველობა უფრო გავრცელებულია. შეთქმულების თეორიით მართვაც არ არის ევროპულობა, მაგრამ რუსეთში ამის მეტს არაფერს აკეთებენ. ურაპატრიოტიზმიც არ არის ევროპულობა, მაგრამ წესრიგი, რომელიც მართლა გიყვარს და გინდა დაიცვა, ეს ევროპულობაა. თავისუფალი ვაჭრობა – ევროპაა. ჭიანი ვაშლის ჭამის მოწოდება, ეს ევროპულობა არ არის – ეს სინამდვილეში რუსობაა. განსხვავებული აზრის პატივისცემა ევროპულობაა, მაგრამ ცენზურა და განსხვავებული აზრის ჩახშობა კი რუსობა.

პრობლემა იმაშია, რომ ბელადსაც იპოვით ევროპაში, ცენზურასაც, შეთქმულების თეორიასაც და ურაპატრიოტიზმსაც, რადგან, თითქმის, ყველა ბოროტი იდეა ევროპიდანაა წამოსული, თუმცა ევროპა ისეა აწყობილი, რომ თვითონ შეძლო ამ ბოროტი იდეების გადახარშვა, დაძლევა და წინ წასვლა. ამიტომ, ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, ეს რუსობაა, რომელსაც რუსები აკეთებენ”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება – სუბარი