“აფხაზეთი უახლოეს მომავალში მზად იქნება ტურისტები არა მხოლდო რუსეთიდან, არამედ დსთ-ს ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან მიიღოს – ამის შესახებ “სპუტნიკ-აფხაზეთს” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრმა ასტამირ ახბამ განუცხადა. მისი თქმით, ტურიზმში აფხაზეთის მთავარი პარტნიორი იყო და რჩება რუსეთი, მისი თქმით, რუსეთიდან ტურისტების 99% ჩამოდის. ახბას მონაცემებით, აფხაზეთის ტურისტული პოტენციალით ბელორუსიც არის დაინტერესებული, თუმცა ლოგისტიკა მთავარ პრობლემად რჩება.