ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უკრაინას სტუმრობს. უკრაინული მედიის ცნობით, გრიბაუსკაიტე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გეგმავს შეხვედრას.
დაგეგმილია კიევში ლიტვის პრეზიდენტის დაჯილდოებაც. მას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისთვის “წლის ადამიანის” ტიტული უნდა მიანიჭონ.
დალია გრიბაუსკაიტე კიევში ბოლოს 2014 წლის ნოემბერში იმყოფებოდა. მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად, იგი 2014 წელს უკრაინის საუკეთესო ლობისტთა სათავეში მოექცა.