თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით – აცხადებს პრემიერმინისტრი

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის ცენტრში შეკრებილ ხალხს ,,ნუვრუზ ბაირამის,, (გაზაფხულის დღესასწაული) მიულოცეს.

,,დღეს მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომ თქვენთან ერთად ვართ, ეს არის ჩვენი ერთობის დემონსტრირება, თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება,, განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ღარიბაშვილი თავის მისალოც სიტყვაში, დღეს თბილისში  მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო…

,,დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით… ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არ განვითარებას… ჩვენ კი დღეს შევიკრიბეთ იმისთვის რომ ერთმანეთს დავუდასტუროთ სიტყვარული და პატივისცემა,, განაცხადა ღარიბაშვილმა

 

banner
წინა სტატიაშიდალია გრიბაუსკაიტე უკრაინაში იმყოფება
შემდეგი სტატია3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან