ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი დაზარალებულად ცნეს

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრუაშვილი პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დაკითხა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეზე საპატრიარქოს სხვა თანამსრომლებიც დაიკითხნენ. ისინი, ვისაც დაკავებულ დეკანოზთან კავშირი ჰქონდათ, თუმცა მათ შორის სასულიერო პირები არ ყოფილან.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენი: პუტინში ევროპის საფრთხეს ვერ ვხედავ
შემდეგი სტატია„მედიაპლურალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ვარ“ – იან კელი