მარინ ლე პენი: პუტინში ევროპის საფრთხეს ვერ ვხედავ

ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ რუსეთში ევროპის საფრთხეს ვერ ხედავს. “ამის აბსოლუტურად არ მჯერა. ვფიქრობ, რომ ეს დიდი სიცრუეა” – “სი-ბი-ესის” ეთერში თქვა. მისი აზრით, ევროპისათვის საფრთხეს “ცივი ომი” წარმოადგენს, რომელიც “რუსეთს ჩინეთისკენ უბიძგებს”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ვლადიმირ პუტინი მკვლელი და ევროპის საფრთხეა, ლე პენმა უპასუხა, რომ “პუტინს არ ჩაუდენია ისეთი არაფერი, რომ ასეთი დასკვნის გამოტანა გახდეს შესაძლებელი”.
საუბარი, ასევე, შეეხო 9 მილიონი ევროს კრედიტს, რომელიც ლე პენმა 2014 წელს ჩეხურ-რუსული ბანკისგან ისესხა. წამყვანის შეკითხვაზე, კრემლისადმი პოლიტიკაში მოქმედებს თუ არა აღნიშნული კრედიტი, მან უპასუხა, რომ თავისი პარტიის დაფინანსებისათვის თანხა მას ფრანგულმა ბანკებმა არ მისცეს, ამიტომ, იძულებული იყო ის რუსული ბანკიდან გამოეტანა.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში უკანონო არაფერი ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა ლე პენისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი დაზარალებულად ცნეს