14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს

14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს – თავს ვერ ვიპარსავ იმდენი შრამი მაქვს დედასგან მიყენებული – ამბობ გარდაცვლილის ძმა.

გარდაცვლილ არასრულწლოვანს “გარყვნილებაში” ადანაშაულებენ ოჯახის სხვა წევრები.

პოლიციამ კი ძალადობის ბრალდებით გარდაცვლილის ბაბუა დააკავა.

14 წლის არასრულწლოვანის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი სექსუალურის გარდა, ძალადობის მსხვერპლი იყო და ოჯახის წევრები ხშირად სცემდნენ:

ბაბუა ძალადობდა ჩემს შვილზე. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე. მითხრა, რომ ნასვამი შემოვიდა ჩემ ოთახში, მე მეძინა და თავზე დამახტა და ცემა დამიწყოვო…გაუპატიურების დღეს სცემა უმოწყალოდ” ამბობს მერი რომანაძე.

14 წლის ნინის ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ დღეს, 2 თვის დაგიანებით გახდა ცნობილი – მრავლობითი სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის უტყუარი კვალი – წერია დასკვნაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“
შემდეგი სტატიადალუქულ ბართან სამართალდამცველები ისევ დგანან