ნიკა მელია: იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“

“ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე “პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის.
„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც – გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით – პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.
იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.
გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით
დამთავრებული!
და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!”-წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიშსს მაღალჩინოსანი „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებს „კრიშავს“
შემდეგი სტატია14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს