დალუქულ ბართან სამართალდამცველები ისევ დგანან

“მაინც არ მჯეროდა ბოლომდე, მაგრამ ისევ დგანან”-აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი განახორციელა. ჯაფარიძე უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი განმეორებით გახსნა. ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. მოგვიანებით, ბარში მივიდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და ბარი დალუქეს. შსს-ში განმარტავენ, რომ განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა