11-ში არ შევდივარ, ველოდები – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ იმ 4 მოთხოვნიდან, რომელიც ოპოზიციას აქვს, “ქართული ოცნება” თანხმდება და უკან იხევს, მოთხოვნებს შორისაა ვადამელი არჩევნების დანიშვნაც.

განცხადება “მოქალაქეებს” ლიდერმა მთავარი აქცენტების” სპეციალურ გადაცემაში საუბრისას გააკეთა.

“ბოლოს თქვეს, რომ დავნიშნავთ, დაგვიმტკიცეთ რომ გაყალბებააო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და დავამტკიცოთ, რომ გაყალბებაა. როგორ უნდა დავამტკიცოთ და ჭრელად… დეტალებს ნუ მათქმევინებთ. ყველაფერზე მოდიან და არის სანდო მეთოდები, რითაც შეგვიძლია დავუმტკიცოთ”, – ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში “ევროპული საქართველო” საბოტაჟს ეწევა – “შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა” ამბობს ალეკო ელისაშვილი.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ამასთან, კითხვაზე, დაწერს თუ არა 11 დეკემბერს პარტიული სიის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას, ელისაშვილმა უპასუხა, რომ არაფერს დაწერს.

როგორც აღნიშნა, ის ელოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა შეასრულოს.

„11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ არც მე და არც ლევანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

 

დღეს მე რაც ვთქვი, თუ ეს შეთანხმება შესრულდა უნდა შევიდეთ პარლამენტში, მე გავბედე ამის თქმა, ყველას უნდა ოპოზიციის 99 პროცენტს უნდა პარლამენტში შესვლა, ოღონდ ბაქრაძე-ბოკერია-უგულავას არ უნდათ, რადგან ისინი ვერ შევიდნენ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შესვლა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უმეტესობასაც.

„ვერავინ ბედავს ამის თქმას. ავიღე მე ჩემს თავზე ამის თქმა და მთელი ჭუჭყი წამოვიდა ჩემზე, მაგრამ არ მეშინია. ეს არის გადასარჩენი მოლაპარაკება, ამიტომ ვზივარ იქ და ამას ვიცავ. შესვლა და შეცუნცულებზე კი არ არის, სულ არ მაინტერესებს მანდატი, 43 წლის ვხდები და არასდროს დეპუტატი არ ვყოფილვარ. ყველას უნდა შესვლა, ყველა ცალ-ცალკე მეჩურჩულება, ეყოთ კაცობა, გამბედაობა, ამოიღონ ხმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – კობახიძის განცხადებამ ყვენალაირი შეთავაზება გადაფარა ნეგატიური კომპონენტებით
შემდეგი სტატიაალიკო ელისაშვილი: მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე