ალიკო ელისაშვილი: მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანი
- ალიკო ელისაშვილი: მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე
სხვა სტატიები
- „ბატონო პრემიერო, კრიმინალური ოპოზიციის მიერ დასმული კითხვებიდან, რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა, რაიმე თემაზე იყო ორიენტირებული“
- დავით ზალკალიანი : საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 კი – გარდაცვლილი
- ოპოზიციას შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო უნდა- კილაძე
მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე – იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, კორექტული, აქ რაღაც როლი აქვს, როგორ ჩანს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„მაგას ვუსმენდი გუშინ, უფრო გულახდილად და არა პრესკონფერენციაზე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის აღმოჩენა იყო. აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ კობახიძე. როგორც ჩანს, რაღაც როლს თამაშობს გარეთ. შიგნით იყო მშვიდი, წყნარი. სიმართლე გითხრა, მიკვირდა, რომ ვუყურებდი.
მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე. იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული, ჩვეულებრივად ზის, მუშაობს, ხოდა აქ რაღაც როლი აქვს, როგორ ჩანს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ვადამდელი არჩევნების ჩაშლა უნდათ ბაქრაძეს და ბოკერიას, რადგან მანდატები არ აქვთ და გაბანძდნენ არჩევნებზე-აცხადებს ელისაჩვილი.
„თუ სანდო წესით გადავთვალეთ და რიგგარეშე არჩევნები დანიშნეს, ამას „ნაციონალებმაც“ ხელი ხომ უნდა მოაწერონ? მანდ ვარ მეც, მე მაგას ვიცავ, პარლამენტში შესვლა კი არ მინდა. ამის ჩაშლა უნდათ ბაქრაძეს და ბოკერიას, რადგან მანდატები არ აქვთ და გაბანძდნენ არჩევნებზე. ბოკერია და უგულავა დადიან და ამბობენ: მანდატები დავხიოთო და იმ დღეს ვეკითხები: ვის მანდატს ხევ-მეთქი, შენ რომ მანდატი არ მოგცეს, ზუგდიდსა და ფოთში რომ გაბანძდი-მეთქი? ეგენი შლიან, არ უნდათ ვადამდელი არჩევნები. საბოტაჟი უნდათ. ხვალინდელი დღე მოვა და ვნახავთ. ორადორ მანდატს ეწირება საქართველოს მომავალი. უგულავამ და ბოკერიამ ვერ აიღეს მანდატები და მაგაზე წვალობენ, რომ თავი მოეჭრათ, ფოთშიც გაბანძდნენ, ზუგდიდშიც და მაგას ეწირება მთელი პროცესი. ოთხ შეხვედრაზე ვიყავი „ლელოში“. ჩემსა და ბოკერიას შორის იყო ლამის ხელჩართული ბრძოლა. ჩაშლა უნდათ. ვის მანდატს ხევს უგულავა, რომ არ აქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.