ვაშაძე – კობახიძის განცხადებამ ყვენალაირი შეთავაზება გადაფარა ნეგატიური კომპონენტებით

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 21:00

ვაშაძე – კობახიძის განცხადებამ ყვენალაირი შეთავაზება გადაფარა ნეგატიური კომპონენტებით

არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. სხვადასხვა მოსაზრებებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, მორჩა და დამთავრდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ ჩატარდება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც საზოგადოებას ყველაფერი ეცნობება.

„მეხუთე რაუნდზე ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას. დღეს, ვფიქრობ რომ ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტებით. ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, შევუერთდებით იმ პროცესს, რაც არის, თუმცა თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საარჩევნო კოდექსი გახდეს პარლამენტში შესვლის პირობა, ვაშაძე აცხადებს, რომ გამორიცხულია.

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 21:00

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics