​საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს​საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას განხილვების პროცესში.
როგორც პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, 16-18 ივნისს დაგეგმილ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს