საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს

იან კელი

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

“ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო. ვხედავთ, ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იქნას სრულყოფილად გამოძიებული. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონი მუხტარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებ, საქმე სამართლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ გვჯერა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ მუხტარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ”, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაში​საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
შემდეგი სტატიაქალაქ ჯვარში და ლიის თემში სტიქია მძვინვარებს-ფოტო