ციხე და სამართალი – პატიმარი, მოსამართლე, პროკურორი…

„თაიმერი“ იწყებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების გამოქვეყნებას. ამ წერილების ავტორია, ექიმი, პატიმარი ჯიმშერ ჩაჩიბაია. ჯიმშერ ჩაჩიბაიას და მისი შვილის, ბავშვობიდან დიაბეტით დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდის დაკავების ისტორიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დასაწყისისთვის კი ვიტყვით რომ მამა-შვილს 30 და 32 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი სისხლის სამართლის საქმე გაჯერებულია ყალბი „დოკუმენტებით“, ყალბი „მტკიცებულებებით“, დადასტურებულია მათი ცემისა და წამების ფაქტები და მიუხედავად იმისა, ისინი სამართალს დიდი ხანია (ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს) ითხოვენ, არსაიდან ხმა არ ისმის, თითქოს ეს ორი ადამიანი საერთოდ არ არსებობდეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯიმშერ ჩაჩიბაია თავის წერილებში გვიყვება იმ ამაზრზენი ფაქტების შესახებ რაც ადრე თუ ცოტა ხნის წინ ხდებოდა. პირველი წერილი (რომელიც დიდი მოცულობის გამო რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი) ეხება მოსამართლეებსა და პროკურორებს, იმ თანამდებობის პირებს ვინც არც თუ ისე შორეულ წარსულში უაპელაციოდ ასამართლებდნენ ადამიანებს და ფაქტიურად განაჩენში ბრალის ფორმულირება სიტყვა-სიტყვით გადაჰქონდათ, დღეს ისინი ისევ მოსამართლეები და პროკურორები არიან.
აი, ვის ხელში ვართ!
„გამარჯობა, მაპატიეთ რომ ასე ვთქვათ მეორად ფურცლებზე დაწერილი წერილის გამოგზავნა მიწევს თქვენთვის, მაგრამ ვინ მომცემს აქ ქაღალდს? ამანათს არ უშვებენ ჩვენამდე და ზემეტი ფურცლები ხომ „ფუფუნებაა“, რასაც მაძლევენ იმ ფურცლებზე გაეროში გასაგზავნ წერილებს ვწერ, იქაც მეორად ფურცლებზე დაწერილ წერილს ხომ ვერ გავაგზავნი?! აგრეთვე ბოდიშს გიხდით წერილი რომ არ გადავწერე სუფთად, კომპიუტერის გარეშე წერილის დაწერა (ხელით) ძალიან დიდ დროს მართმევს, ვერ ვასწრებ ყველაფერს, ჩემი ვაჟი, ჯიმი კი ქართულად ვერ წერს. გიგზავნით იუსტიციის საბჭოდან მიღებულ წერილებსაც და აგიხსნით ვინ ვინ არის.
ორი თუ სამი კვირის წინ „რუსთავი-2“-ზე იყო მიწვეული ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე (თაღლითთა ასოციაციას უფრო ვუწოდებდი, ვიდრე დამცველთა) და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსუძე. ხატიაშვილს ემუქრებოდნენ სასამართლო დევნით, რადგან მან განაცხადა და დაასახელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, რომელმაც გააყალბა გადაწყვეტილება. საქმე ეხებოდა რამდენიმე ჯალათი პროკურორის ადვოკატთა ასოციაციაში მიღებაზე უარის თქმას, რომელიც სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ხატიაშვილმა განაცხადა (და ძალიან უნდოდა წარმოედგინა სხდომის ვიდეოჩანაწერი) მოსამართლემ გამოაცხადა სხვა შინაარსის გადაწყვეტილება და მხარეს ჩააბარა სულ სხვა შინაარსისა. მურუსიძე იცავდა მოსამართლეს და იძახდა რომ ეს არის ცილისწამება. მურუსუძის ყველაზე საინტერესო არგუმენტი იყო ის, რომ მოსამართლეს ყავს ოჯახი და არ შეიძლება რომ ყველამ იცოდეს რას აკეთებს, რას ჩადის ის. ანუ, თავხედი, მკვლელი-მოსამართლე კლავს ხალხს, ხოლო შენ თურმე უფლება არა გაქვს ის ამხილო, იმიტომ რომ მათ ყავთ ოჯახები! ხატიაშვილმა შეახსენე მურუსიძეს მოლაშვილის სასამართლო, სადაც მურუსიძე იყო მოსამართლე, ხოლო რობერტ გრიგალაშვილი პროკურორი, ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც ცემდა მოლაშვილს და რომ 40 დღე არ მისცა უფლება მურუსიძემ მოლაშვილს ჩაეტარებინა ექსპერტიზა. გრიგალაშვილს თურმე ადვოკატის ლიცენზია მიუღია 2006 წელს. რა გამოდის? პირველი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ჯალათები ადვოკატურაში იმალებიან!

ციხე და სამართალი - პატიმარი, მოსამართლე, პროკურორი...
ზუსტად ისე, როგორც მოლაშვილს, გაგვიკეთეს ჩვენც, მე და ჩემს შვილს, რომელიც დიაბეტითაა დაავადებული (ჩემს წერილებში გაიგებთ რატომ ვართ მამა-შვილი დაკავებულები): მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, აღკვეთის ღონისძიების განხილვისას უარი გვითხრა ექსპერტიზის ჩატარებაზე, რითაც ის ტაშს უკრავდა ხარებავას და კოდუას ბანდიტებს! ხოლო ჩვენს საჩივარზე წამების შესახებ, ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანის ჯალათი, ვინმე ლევან მესხოიძე გვწერს, რომ თურმე ჩვენს არავის ვუცემივართ, ექსპერტიზის დასკვნა სიგარეტის მიწვაზე და ძალადობის მცდელობაზე თურმე არაფერს ნიშნავს, რომ თურმე მე არ განვიცადე რომ გვცემეს, ეს იმ დროს როდესაც, 2010 წლის 3 ნოემბერს ჩემთან მოვიდა პროკურორატურის სტაჟიორი დავით ნეფარიძე (დაკავებიდან და ცემიდან 23 დრეში ხდება ეს) და არც კი დამკითხა, ამის შემდეგ არც მოსულა. რა გამოდის? წულუკიანი და მისი ხელისუფლება დრეს ყველა ხერხით ცდილობს დაიცვას სააკაშვილის ჯალათები და ამით თავადაც მონაწილენი ხდებიან ჯალათების საქმიანობისა.
ახლა რაც ეხება მოსამართლეებს: სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში დაინიშნა სააკაშვილის დროს მომუშავე „ტროიკა“: თადაშვილი (თავმჯდომარე), ძიმისტარაშვილი, შენგელია. დუგლაძე (თავმჯდომარე), ქუთათელაძე, ლომიძე. მათ არც ერთი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის არაკანონიერი განჩინება არ გადასინჯეს. მაია ფხაკაძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2012 წლის ჩათვლით), მარინა ცერცვაძე, რომელმაც მე და ჩემს შვილს მოგვისაჯა ერთს 30 და მეორეს 32 წელი და როგორც ამბობენ ახლადდანიშვნამდე იყო რეზერვში და 9.10. 2009 წლიდან .10 2012 წლამდე გაასამართლა რვა პოლიტპატიმარი, ანუ საშუალოდ 1 პოლიტპატიმარი 4 თვეში, სხვებზე ხომ ზედმეტი არის ლაპარაკი, ამჟამად მიიმალა თელავის სასამართლოში, ცხოვრობს გურჯაანში.
მოსამართლე ზვიად ესებუას ივანიშვილმა და ხარებაშვილმა გაუუქმეს (ასე ვთქვათ) მოსამართლეობა, საინტერესოა მზია ლომთათიძე, რომელსაც ჩვენი პროცესი მიყავდა სააპელაციო სასამართლოში სად ყავთ?!
იმ მიზნით, რომ ვითომ გაიწმინდა სასამართლოები შევარდნაძის მექრთამე-მოსამართლეებისაგან სააკაშვილმა გააუქმა რაიონული და საქალაქო სასამართლოები, შექმნა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, სადაც დანიშნა თავისი მკვლელო-მოსამართლეები. 2006 წელს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ადეიშვილმა, კუბლაშვილმა, თავისი მკვლელი მოსამართლეებიდან ნებისმიერი საფრთხის აცილებისათვის, მათ მიერ დაყენებული უკანონო განაჩენების გამო, გააუქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლი, რომლის მესამე ნაწილით უკანონო განაჩენის გამოტანა თუ სასჯელის სახით დაინიშნა თავისუფლების აღკვეთა, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
საქართველოში დამყარდა განუკითხაობის და დაუსჯელობის ვაკხანალია. 2005 წელს, ერთ-ერთი პირველი მოსამართლე, რომელიც დანიშნა სოციოპატმა სააკაშვილმა იყო ინგა კვაჭანტირაძე მუსაობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თეა ტელაშვილი (2006 წელს დაინიშნა) მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. მოსამართლეებად დაინიშნენ თამარ ონიანი (2010 წელი) და ხატია არდაზიშვილი (2012 წელი), ორივე მუშაობენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თეა ძიმისტარაშვილი (2007 წელი), ირაკლი შენგელია (2007 წელი), მერაბ ლომიძე (2007 წელი), ნათია ქუთათელაძე (2008 წელი), ქეტევან დუგლაძე (2009 წელი) ყველა ეს მოსამართლე მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. სააკაშვილი მკვლელი ყველა მოსამართლე, ივანიშვილმა მოისყიდა ორჯერ მომატებული 5000 ლარამდე ხელფასით, პრემიებით, აგარაკებით, მომატებული პენსიებით და ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო!

ციხე და სამართალი - პატიმარი, მოსამართლე, პროკურორი...
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობს ცნობილი ჯალათი-მოსამართლე ჯემალ კოპალიანი, მან გაასამართლა 12 პოლიტპატიმარი: ბესიკ ფოცხვერაშვილი, ვაჟა ხეცურიანი, ზაზა მურჯიკნელი, კობალაძე, დავით ამირიძე, დემეტრაძე, ხოლო ბექა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ბექოიანი, იმედა საგანაშვილი, ზვიად ჯაჭვაძე, ვაჟა საგანაშვილი, ვანო საბაშვილი, ცნობილ ჯალათთან ერთად პროკურორ რობერტ გრიგალაშვილთან (რომელიც შემდეგ 2013 წელს მუშაობდა მთავარ პროკურატურაში, თავდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ, საიდანაც ის ძლივს გააგდეს). გრიგალაშვილი სხვა ჯალათებთან ერთად კლავდა სერგო ტეთრაძეს და ის არავინ დასაჯა.
მკვლელი-მოსამართლე კოპალიანი ასამართლებდა სააკაშვილის მსხვერპლებს, ახლა კი უფარდებს აღმკვეთ ღონისძიებას გიგი უგულავას, პარადოქსია, მაგრამ ასეა. კოპალიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ხელისუფლებას შეუძვრა. მისი ორივე შვილი მუსაობს გამომძიებლებად და ბევრმა იცის როგორ უდებენ ისინი უდანაშაულო ადამიანებს ნარკოტიკს და იარაღის ვაზნებს, უთითხნიან ადამიანებს ბრალს, ისე, როგორც ეს მათ ასწავლა მამამ.
უგულავას საქმეში მონაწილეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მკვლელი-მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელმაც გაასამართლა ხუთი პოლიტპატიმარი: კობა ტერაშვილი, დავით შიუკაშვილი, ლევან ტერაშვილი, გოჩა წიკლაური, ტარიელ კამკამიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობს მკვლელი-მოსამართლე დალი მეტრეველი, რომელმაც გაასამართლა ხუთი პოლიტპატიმარი: გია ლალიაშვილი, ჯემალ ლეონიძე, როინ გელაშვილი, ზაურ მაკარიძე, გურამ ჟორდანია.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაპირდა დალი მეტრეველს და გიორგი ჩემიას რომ ისინი აღარ იმუშავებდნენ, ფაქტია ეს არ მოხდა, ან კი ვის სჯერა მინისტრის ტრაბახის? სძინავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის პროცესებზე მოსამართლე ლელა ნოზაძეს, ხანდახან ხვრინავს კიდეც, რა ენაღვლება განაჩენი უკვე დაბეჭდილი აქვს და ხელს როგორმე მოაწერს. მან გაასამართლა სამი პოლიტპატიმარი: ზვიად ჩხიკვაძე, მამუკა შენგელია, ზურაბ კავსაძე.
მამუკა ნოზაძემ გაასამართლა ოთხი პოლიტპატიმარი: გია სალუქვაძე, ბაკურ კიღურაძე, ზურაბ ჩატრეკაშვილი, ვახტანგ მაისაია.
დინარა ლიპარტელიანმა გაასამართლა სამი პოლიტპატიმარი:დავით ოგაშვილი, ზაზა სამხარაძე, როინ გუღაშვილი.
ბადრი კოჭლამაზაშვილმა გაასამართლა პოლიტპატიმრები ფრიდონ მერევაშვილი, მელორ ვაჩნაძე. ხათუნა ხარჩილავამ გაასამართლა პოლიტპატიმარი გენო აროშიძე, ხოლო თბილისის სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა აროშიძემ ანრი ჯოხაძე. ამ წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო მერაბ ფხაკაძე, ხოლო სისხლის სამართლოს კოლეგიის ტავმჯდომარე შავლიაშვილი. ჩამოთვლილი ჯალათების გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებად დასაქმებულები არიან არევაძე, გველესიანი (მიიმალა რუსთავის საქალაქო სასამართლოში). მანანა ცერცვაძე (მიიმალა თელავის საქალაქო სასამართლოში) არის ვალერი ცერცვაძის ახლო ნათესავი, მან გაასამართლა რვა პოლიტიკური პატიმარი: ლევან ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი, მარინა სისაური, ზაზა გვიმრაძე, გალაქტიონ გუგუშვილი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, გიორგი ჩიხლაძე (ჯალათ პროკურორ კოჭლამაზაშვილთან ერთად), ჯემალ გუნდიშვილი (ჯალათ პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძესთან ერთად).

ციხე და სამართალი - პატიმარი, მოსამართლე, პროკურორი...
ცერცვაძემ მე და ჩემს, ბავშვობიდან მეორე ჯგუფის ინვალიდ შვილს მოგვისაჯა 30 და 32 წლით პატიმრობა „მტკიცებულებებით“ რომელიც იყო ირაკლი კოდუას მიერ ჩადებული ნარკოტიკები და ვაზნები. ვაჟა ფუხაშვილი მიიმალა მცხეთის საქალაქო სასამართლოში, მან გაასამართლა ხუთი პოლიტპატიმარი: რტისტან წითელაშვილი, დიმიტრი გოლაბერიზე, ცნობილ ჯალათ პროკურორთან ვაჟა ფანოზისვილთან ერთად გაასამართლა ქადაგიშვილების (ამირან, არჩილ, ნანა) მთელი ოჯახი. ვაჟა ფუხაშვილმა თქვა უარი ჩვენთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე. ივანიშვილი იმუქრებოდა რომ მიხედავს მოსამართლეს, რომელმაც დააყადაღა მისი ანტენები და მანქანები, თუმცა ვაჟა ფუხაშვილს ივანიშვილის მუქარა სასაცილოდ არ ჰყოფნის, ის შესანიშნავად გრძნობს თავს.
2014 წელს, ვაჟა ფუხაშვილმა, სასამართლოში გუდამაყრის კლინიკიდან მოაყვანინა პარალიზებული თათაშვილი და სამი საათი აყურყუტა ეტლში მჯდომი ინვალიდი სასამართლოს ბნელ, ნესტიან კაზემატებში (ფუქსებში), ვიდრე ბადრაგმა არ აიძულა მოსამართლე აეყვანა პატიმარი პროცესზე. მესამე სართულზე ხელით ატანილ ინვალიდს ვაჟა ფუხაშვილმა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მცხეთის სასამართლომ, სადაც მავნებლობს ფუხაშვილი, ხელისუფლების ბრძანებით მოუხსნა ბრალი სააკაშვილის დაპატიმრებულ ქსნის კონცლაგერის (სასჯელაღსრულების დაწესებულება) უფროსს შოთა თოლორდავას და მის მოადგილეს დიმა ჩხაიძეს, რომლებიც აწამებდნენ პატიმრებს“…

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ელექტროენერგეტიკის სისტემის დღგ-სგან გათავისუფლებას და ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა