დავით ნარმანია: თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა

სემეკმა თელასის განაცხადის ფორმალური შესწავლა დაიწყო. დოკუმენტაციის შემოწმებას მარეგულირებელი 3 დღეში დაასრულებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი თეთრით ითხოვს ტარიფის გაზრდას გამანაწილებელი კომპანია, თუმცა დედაქალაქის მერის მტკიცებით, თბილისის მოსახლეობას დენი არ გაუძვირდება.

„თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიციხე და სამართალი – პატიმარი, მოსამართლე, პროკურორი…
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ცენტრალური ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას თბილისის მერიც მოუმზადებელი ხვდება