ჩირიკბა ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა გუშინ 10 მარტს  მოსკოვში ჩავიდა, რათა 10 დან 12 მარტის ჩათვლით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები გამართოს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი მოლაპარაკებები ეხება უკვე არსებული შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო მექანიზმების შემუშავებასა და საგარეო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში კოორდინირებული ნაბიჯების მომზადებას.

აფხაზეტის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფლების უფროსის ირაკლი ტუჟბას განცხადებით, ზემოხსენებულ საკითხებთან ერთად, განხილული იქნება აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების  განმტკიცების საკითხებიც.

banner
წინა სტატიაშირატომ არიან მშვიდად სიკვდილის წინ ჯიჰადისტთა მძევლები?!
შემდეგი სტატიააფხაზები ფსოუს სასაზღვრო პუნქტით უკმაყოფილოები არიან