აფხაზები ფსოუს სასაზღვრო პუნქტით უკმაყოფილოები არიან

რუსეთ – საქართველოს საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე შექმნილმა სიტუაციამ შეშფოთება გამოიწვია აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლებაში.

გუშინ 10 მარტს გაიმართა სპეციალური სემინარი , რომელსაც ხელმძღვანელობდა არ აღიარებელი რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე შამილ აძინბა. განხილულ საკითხებს შორის იყო ტვირთების გაფორმების ხელშეწყობის , მოქალაქეების მიერ ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის გაუმჯობესების საკითხები. აძიმბამ აღნიშნა, რომ სიტუაცია საზღვარზე იწვევს შეშფოთებას მთავრობაში. “ჩვენ მოვითხოვთ უფრო პასუხისმგებელ მიდგომას იმ უწყებებისგან, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმიანობაში და ცალსახად ვაცხადებთ, რომ აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს საქმიანობის ყველა სერვისი “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხლიჩევსკი , სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პირველი მოადგილე მსაუსტ შამბა, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელი ერიკ ანშბა და სახელმწიფო ინსპექციის მცენარეთა კარანტინის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი არძინბა. მორიგი შეხვედრა 16 მარტს არის ჩანიშნული.

ეს სემინარი შესაძლებელია გარკვეული მინიშნება იყო იმისა, რომ აფხაზებს სურთ გაუმჯობესებული სასაზღვრო მომსახურეობა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის ხილვა რუსეთთან საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე და არა მისი გაუქმება…

banner
წინა სტატიაშიჩირიკბა ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა გალში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება