შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1944 წელს დაბადებული რეჯეპ ადნან სირინი დააკავეს.

სარფის სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტში დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰააგას ინტერპოლის მიერ 20.05.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნება.

რეჯეპ ადნან სირინი დამნაშავედ არის ცნობილი ნიდერლანდების სამეფოს ოპიუმის შესახებ კანონოს მე-2 და მე-10 მუხლებითა და იარაღის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრეფიკინგსა და იარაღის უკანონო ფლობას.

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია ხელვაჩაურში პირველ ზუთხსაშენ საწარმოს ეწვია
შემდეგი სტატიადღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება