დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება

“თბილისი 2015-ის” გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალი ოფიციალურ და შოუს ნაწილს მოიცავს . ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ.

სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს.

“თბილისი 2015”-ის ორგანიზატორები მოსახლეობას მიმართავენ გაითვალისწინონ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ტარიფების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს