ყაზბეგში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 17 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” ტერიტორიაზე არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი (59 093 ექვივალენტი ლარში) აღმოაჩინეს. აღნიშნული ვალუტა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, პ.კ-ს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო დათვალიერებისას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე დამაგრებული უპოვეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.