ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერმა მცხეთაში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერეს. ავსტრიის დელეგაციასთან ერთად მცხეთაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ჰაინც ფიშერმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის პრეზიდენტმა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაყაზბეგში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს