ფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასების 14%იან ზრდას ითხოვენ

ფოთის პორტის ნაწილი პარალიზებულია. პორტის ძირითადი მმართველი კომპანიის „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ თანამშრომლები, ორი დღეა გაფიცულები არიან და პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ხელფასის 14%-ით გაზრდას და ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი განცხადებით, ინფლაციის გამო არსებული ხელფასები ოჯახების სარჩენად არ ყოფნით. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასების კვარტალურად გაზრდა შესთავაზეს, 14%-იანი გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას კი არ აპირებენ. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, ნავმისადგომები შეფერხებით მუშაობს და გაფიცვა უკანონოა, რადგან გაუფრთხილებლად მოხდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ და ფრანგულ ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთობები გამოსწორდა