უკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო სწავლებებს ატარებს

taimerუკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო სწავლებებს ატარებს.

კრასნოდარის ოლქში მიმდინარე წვრთაში, ძირითადად, საჰაერო ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ. პოლიგონზე მოიერიშე ვერტმფრენები პირობითი მტრის პოზიციებზე იერიშების მიტანაში ვარჯიშობენ.

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად რუსეთმა თავდაცვის ხარჯები გაზარდა. საჰაერო ძალებს წელს 200 ახალი სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი შეემატება. მათ შორისაა “მი 28” ტიპის ვერტმფრენი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებითა და მაღალი სიზუსტის რაკეტებითაა აღჭურვილი.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ
შემდეგი სტატიალეიბორისტები “შუღლის შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ