ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდაინდოეთის საელჩოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ინდოეთში ვიზიტისთვის ტურისტული ვიზა სჭირდებათ, ერევანში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ.

როგორც საელჩოს ვებგვედრზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიერიდან, ქართველ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ტურისტული ვიზისთვის შევსებული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტით, კურიერის საშუალებით გაგზავნონ.

“ტურისტული ვიზის მსურველები ინდოეთის საელჩოს ამ განსაკუთრებული ჟესტით ისარგებლებენ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებამდე”, – აღნიშნულია ერევანში ინდოეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება სხვა სახის ვიზის მიღებას, საჭირო პროცედურები უცვლელი რჩება. ამ ცვლილებამდე, საქართველოს მოქალაქე ინდოეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ვალდებული იყო, ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით პირადად შეეტანა წარსადგენი საბუთები ერევანში, ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდა
შემდეგი სტატიაუკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო სწავლებებს ატარებს