უკრაინაში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო

დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში დღეიდან სამხედრო მობილიზაცია დაიწყო. სეპარატისტები იმედოვნებენ რომ რამდენიმე დღეში საბრძოლო მზადყოფნაში 100 ათასამდე მებრძოლი იქნება.

რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ბრძოლების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

პარალელურად ბრიუსელში რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხის განსახილველად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.

უკრაინის კრიზისზე ილაპარაკებენ ვაშინგტონშიც, სადაც ანგელა მერკელი ბარაკ ობამას შეხვდება.

banner
წინა სტატიაშისამმა სექს-მუშაკმა ციხიდან ოცდაათი პატიმარი გააპარა
შემდეგი სტატია“ლეიბორისტულმა პარტიამ” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯონი ხეცურიანი წარადგინა