სამმა სექს-მუშაკმა ციხიდან ოცდაათი პატიმარი გააპარა

PAY-Inmates-seducing-prison-wardens
ბრაზილიის ქალაქ კუიაბაში მდებარე ციხეს, ღამე სამი გამომწვევად ჩაცმული ქალბატონი მიადგა. გოგონებმა მცირე თანხის სანაცვლოდ ციხის მეთვალყურეებს ჯგუფური სექსი შესთავაზეს, რაზეც ციხის თანამშრომლებს უარი არ უთქვამთ. სექსუალური თამაშების დროს გოგონებმა, ბადრაგისთვის სასმელში ნარკოტიკული ნივთიერებების ჩაყრა და მათთვის გასაღებების მოპარვა მოახერხეს, რის შედეგადაც ციხიდან 30 პატიმარი გაიქცა.
ქალაქის პოლიციის შეფის, ქალბატონ ანგელინა დე ანდრადეს ფერეირას განცხადებით, სექს-მუშაკებიდან ერთერთი, იმავე ციხის პატიმრის შეყვარებული იყო და სწორედ მან მოაწყო პატიმრების გაქცევის ორგანიზება. ბრაზილიის პოლიციამ, რომელმაც ციხის სამი თანამშრომელი მძიმე შედეგების გამომწვევი დანაშაულებრივი გულგრილობის გამო დააკავა, ჯერჯერობით ვერც გოგონების კვალს მიაკვლია და გაქცეული 30 პატიმრიდან, ციხეში მხოლოდ 9-ის შებრუნება შესძლო.guard_3191428b

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანის აზრით, იური ვაზაგაშვილის მკველობის მიღმა მხოლოდ ერთი ადამიანი არ დგას
შემდეგი სტატიაუკრაინაში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო