უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.
“პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. დამატებით გეტყვით, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს გადმოსვენების ხარჯებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ ოჯახს ის დიდი ტკივილი და ტრაგედია, რაც მას თავს დაატყდა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე უკრაინაში გასულ კვირას დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ათონელის რეზიდენციის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა