გიორგი კვირიკაშვილი – ათონელის რეზიდენციის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
ამასთან, მინისტრმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა მთავრობა, ათონელის რეზიდენციაში გადასვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესთავაზოს.
“ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტრომ დაასრულა სამუშაოები ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაში გადმოდის. ამ შენობის შემდგომ ბედზე იმსჯელებს მთავრობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ათონელის რეზიდენციის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების მიზეზებს, მინისტრმა ეს ფაქტი აღნიშნული შენობის სპეციფიურობას დაუკავშირა, რის გამოც ობიექტისადმი ინვესტორთა დაინტერესება დაბალია.
“სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ინტერესია ამ შენობის მიმართ, რადგან მისი ფუნქციონალური მოწყობა არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო ამ შენობის შემთხვევაში”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიახალი ID ბარათები ორი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს