„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს,” – სესიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ის სიამოვნებით იხილავდა მის კოლეგებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს.

„პრეზიდენტმა ერთგვარად გააჟღერა ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც აპირებს წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის იყო ის, რომ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი შეხება პოლიტიკურ საქმიანობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი თავმჯდომარეები იქნებოდნენ, ამ შემთხვევაში, მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკისგან მათ საქმიანობა შორს უნდა იყოს,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“წულუკიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს,” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობაში ეკა ბესელიას ინიციატივას დადებითად აფასებენ